Post by Nodar on May 13, 2016 22:15:40 GMT
ეს საკითხი (ჰესი) იმდენად რთულია და კომპლექსურ შესწავლას მოითხოვს, რომ როდესაც ერთი ადამიანი აკეთებს ანალიზს, როგორც მინიმუმ, მეეჭვება მის კომპეტეტურობაში. აუცილებლად საჭიროა შესაბამისი სპეციალისტების: ბიოლოგების, ფიზიკოსების, ქიმიკოსების, გეოგრაფების, გეოლოგების, ეთნოგრაფების, კულტუროლოგების, ეკონომისტების, ინჟინრების, და მათემატიკოსების საინიციატივო ჯგუფის შექმნა, სადაც იმსჯელებენ, შეაფასებენ და საერთო აზრს ჩაოაყალიბებენ ამ საკითხის მიმართ.
აუცილებელია, აღნიშნული საკითხები გამომდინარეობდეს ქვეყნის პოლიტიკურ-ეკონომიკურ ვითარების გათვალისწინებით, სადაც საკითხთან დაკავშირებულ თემებს მიეცემათ შესაბამისი პრიორიტეტები, მათემატიკურად განისაზღვება მათი სკალირებული მაჩვენებლები, შეიქმნება ფორმულა და გარკვეული ზღვარი, რომელიც დაჯამებული მონაცემების შეკრებით ერთიან სურათს შექმნის. მაგ: არ შეიძლება აიკრძალოს ჰესის მშენებლობა იმის გამო, რომ იქ რაღაც იშვიათი ჯიშის ბალახი გვხვდება, ან მწერების რომელიმე სახეობა სახლობს, მაშინ როდესაც ენერგეტიკა უმნიშვნელოვანესია ქვეყნის განვითარებისთვის, რომლის მიზნობრივი და ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე გამოყენებაც განავითარებს იმ ქვეყანას, სადაც ისევ იმ ბალახებმა და მწერებმა უნდა იცხოვრონ :დ შეიძლება ირმებს, ჩიტებს, ბალახებს და ბუზებს არ აინტერესებთ ქვეყნის ეკონომიკური სიძლიერე, რომელიც შემდგომ პოლიტიკური მდგრადობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საწინდარია, მაგრამ ადამიანებს უნდა გვაინტერესებდეს. ვთქვათ ეკონომიკურ მხარეს მივანიჭებდი კოეფიციენტს - 6, ბიომრავალფეროვნებას 2-ს და ა.შ ეს პრიორიტეტებიც დასალაგებელია. ხეების დარგვა სხვაგანაც შეიძლება და ბიომრავალფეროვნების წარმომადგენლებისთვის სხვა სასცხორებელი სივრცის გამონახვაც. შემდეგ უნდა განისაზღვროს ამ ჰესის სიცოცხლისუნარიანობა, ეფექტურობა, დაჯამდეს ეს მაჩვენებელი, რა ცვლილებას გამოიწვევს მისი აშენება გარემოში და შესაბამისად განისაზღვროს მისი ღირებულება. მნიშვნელოვანია ამ საკითხს მივუდგეთ შემდეგნაირად: არა არ აშენდეს, არამედ როგორ აშენდეს და ამ პროცესში წამოჭრილი კომფლიქტის კვანძებს შორის მოხდეს ეფექტური კომუნიკაციისა და ინტერესთა დაცვის გათვალისწინებით პროცესების წარმართვა. მართალია, რომ დემოკრატიის პრინციპებიდან გამომდინარე, პროცესები უნდა იმართებოდეს უმრავლესობის აზრით, თუმცა დაცული უნდა იყოს უმცირესობათა ინტერესებიც, მაგრამ პროცესთა ობიექტურობისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია სწორი ინფორმაციის მიწოდება საზოგადოებისთვის, ცნობიერების ზრდა და პროცესთა დაგეგმვა-განხორციელების გამჭვირვალობა.
დაუშვებელია აღნიშნული საკითხების პოლიტიზაცია და გარკვეული ადამიანების მიერ მათით პოლიტიკური ქულების დაწერა, რასაც კავშირი არ აქვს ობიექტურობასთან.
სახელმწიფოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მის განვითარებაში შესაბამის სფეროებში წარმართულ პროცესებში შესაბამისი კომპეტენციის ადამიანების აზრისთვის პრიორიტეტის მიცემა, რაც ქვეყნის ხანგრძლივვადიანი პერსპექტივით განვითარების სტრატეგიის ეფექურობის საფუძველს გახდის. ხუდონჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით ბევრი დაუზუსტებელი ჭორი, დეზინფორმაცია მომსმენია. აუციელებელია საკითხის მენეჯმენტს სათავეში ჩაუდგეს ეფექტური ლიდერი, რომელიც პარალელურად იქნება ძლიერი მენეჯერი და კომპლექსურად წარმართოს პროცესები, სადაც სწორად იქნება გაწერილი სამოქმედო გეგმა, რისკები, მოსალოდნელი შედეგების, დადებითი და უარყოფითი პუნქტებისა და საკითხთან დაკავშირებული პრობლემების მიზეზ-შედეგობრივი კავშირთა ანალიზ-სინთეზური დეტალიზაცია, რომელიც გათვალისწინებული იქნება სივრცე-დროითი პროგნოზირების მექანიზმებით.
P.S მე არ მაქვს შესაბამისი განათლება, რომ კატეგორიულად ვთქვა რამდენად სწორია ხუდონის აშენება. ერთი რამ, რაც ვიცი დანამდვილებით, ისაა, რომ საჭიროა კომპლექსური მუშაობა, სადაც წარმმართველო ძალა ექნება ერთიანი სახელმწიფო ნებას.